რაში დაიხარჯა 9 მილიონი
პირად ფუფუნებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი თანხების შესახებ პროკურორმა, გადაცემაში იმედი ლაივში ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა მისი პირადი მიზნებისთვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის შესახებ გადაწყვეტილება 2009 წლის აპრილში მიიღო, და გეგმის განხორციელება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს თეიმურაზ ჯანაშიას დაევალა.
