ნიკა გვარამიას მიერ უკან წაღებული შეურაცხმყოფელი სიტყვები და დაწყებული გამოძიება
ნიკა გვარამია ხვალინდელ პროცესზე ისევ სააკაშვილის დაცვას შეეცდება, თუმცა პროკურატურა მის აცილებას ითხოვს, საგამოძიებო უწყება 7 ნოემბრის საქმის განხილვისას გვარამიას შეურაცხმყოფელ გამოსვლას სწავლობს და ადვოკატთა ასოციაციისაგან რეაგირებას ელის. საგამოძიებო უწყების მიზანი მსგავსი პრეცენდენტების პრევენციაა. გამოძიების შედეგი შესაძლოა, 1 წლამდე თავისუფოების აღკვეთა ან საქნცია იყოს. გვარამია ამ სიახლეს სრულიად განსხვავებული რიტორიკით და ლექსიკით შეხვდა, საკუთარ სიტყვებს გაემიჯნა და იმის მტკიცებას მოჰყვა, რომ ერთ ძველ და ნაცნობ ხუმრობას მიჰბაძა.
