29 ნოემბერს განვითარებული მოვლენები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევის და ძალადობის გამო, დღეს 3 პირი დააკავა. საქმე ეხება, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებას. 29 ნოემბერს ჩადენილი იგივე დანაშაულისთვის დაკავებულია კიდევ ერთი პირი. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.
