ნარკოდანაშაულისთვის 12 ადამიანი დააკავეს
შსს -ს ინფორმაციით, ნარკორეალიზატორები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისგან რამდენჯერმე საკონტროლოდ შეისყიდეს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება და ფაქტები ფარულად ჩაიწერეს.
