უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. დღესვე პარლამენტი პლენარულ სესიაზე უყრის კენჭს მათ უმაღლეს ინსტანციაში განმწესების საკითხს. სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ ნაწილი დაესწრო . მმართველი გუნდის ოპონენტები კვლავ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს აკრიტიკებენ.
