პრემიერის ბრიფინგი
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ორი კვირა რჩება. 15 დეკემბერს ბრიუსელში სპეციალურ დეკლარაციას მიიღებენ, რომელმაც ახალი შესაძლებლობები უნდა გაუხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე. მანამდე ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა: საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროპული არჩევანი, ევროპული მისწრაფება, რომელიც მითითებულია ასოცირების შეთანხმებაში.
