დეპუტატების პოლიტიკური განცხადებები პლენარულ სხდომაზე
პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებებისთვის გათვალისწინებულ დროში, დეპუტატებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასეს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ყოფილი პრეზიდენტის გამოსვლა იყო სასამართლოში. ირაკლი კობახიძის შეფასებით, საზოგადოებამ ყოფილი დიქტატორი იხილა. სხდომაზე ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს. მათ კრიტიკას კი მამუკა მდინარაძემ უპასუხა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო კურსთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ არსებობს.
