მმართველი გუნდის წევრებმა 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადება შეაფასეს
დეპუტატების თქმით, სააკაშვილი გაურბის როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და მომხდარში მთლიანად ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებს, მაშინ როდესაც, აქციის დარბევაში თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა და ეს მხოლოდ მაშინდელ მთავრსარდალს, ანუ მიხეილ სააკაშვილს შეეძლო.
