7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილმა პასუხისმგებლობა მთლიანად ვანო მერაბიშვილს დააკისრა
7 ნოემბერს, დარბევის დროს მაშინდელმა მთავრსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობაც გამოიყვანა, ახლა კი ამბობს რომ მოვლენებს, ტელევიზორით ადევნებდა თვალს და მასთან კავშირი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილმა თქვა ისიც რომ პროცესებს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი მართავდა და მას არავისთვის დირექტივა არ მიუცია.
