საქართველო NATO-ს მინისტერიალზე
საგარეო საქმეთა მინისტრი კი რიგაშია, სადაც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იხსნება. სპეციალურ სესიაზე მხოლოდ ორი ასპირანტი ქვეყანა, საქართველო და უკრაინა მონაწილეობს. დავით ზალკალიანი, უკრაინელ კოლეგასთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვა, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
