"მინისტრთა საათი" პარლამენტში
პირველ დეკემბერს, პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, სამ დეკემბერს კი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს მოუსმენს. მინისტრების მოსმენა პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურებით წარიმართება. მიმდინარე კვირაში, რიგი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის გარდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოსმენაც იგეგმება.
