მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი - პოლიტიკური შეფასებები
მმართველი გუნდისთვის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი პერფორმანსი მიუღებელი, პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა და იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, რომლებმაც რეჟიმი საკუთარ თავზე გამოსცადეს. ყველაფრის უარყოფა, გულწრფელი აღიარების ნაცვლად - მსჯავრდებულისა და ბრალდებულის დღევანდელი განცხადებები გაუგებარი აღმოჩნდა საპარლამენტო ოპოზიციისთვისაც.
