აქცია სასამართლოსთან - დაკავებულია 15 ადამიანი
პარტიამ და მხარდამჭერებმა ლიდერის დავალება შეასრულეს. სასამართლოსთან აქცია მშვიდობიანი შეკრების ფორმებს გასცდა, სწორედ ამ არგუმენტით შსს-მ პროპორციული ძალა და სპეც. საშუალებები გამოიყენა. 15 ადამიანი დააკავეს, მათ შორის გიგი უგულავა. დემონსტრანტებმა იძალადეს პოლიციაზე, დაშავდა ერთი სამართალდამცველი, ასევე, ოპერატორი. შეკრებილებმა აღმაშენებლის ხეივნის სავალი ნაწილი გადაკეტეს და ფაქტობრივად, სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზება გამოიწვიეს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
