სააკაშვილის პროცესი
სანდრო გირგვლიანი, ვალერი გელაშვილი- ყოფილი პრეზიდენტი არც ერთ ბრალს არ ცნობს, თუმცა მისი დანაშაული ორივე საქმეში უკვე დადასტურებულია. მათ შორის ერთი სტრასბურგის მიერ. მიხეილ სააკაშვილი უკვე მსჯავრდებულია, საპატიმროში მინიმუმ 6 წლით ყოფნა უკვე მისჯილი აქვს, შესაბამისად, ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს- ციხეში ყოფნის პერიოდის ხანგრძლივობაა. ეს კი დამოკიდებულია ორ განაჩენზე- 7 ნოემბერი, ასევე ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვა. პროკურატურის განმარტებით, არაფერს ცვლის არც მოსამართლის გადაწყვეტილება 7 ნოემბრის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმების შესახებ. სამართლებრივად, პატიმრობის გამოყენება აზრს კარგავდა, რადგან სააკაშვილი უკვე მსჯავრდებულია. პოლიტიკური შოუ სასამართლო პროცესზე. ისტორიები წარსულ დიდებაზე, პატრიოტიზმზე, სამშობლოსთვის გაღებულ მსხვერპლზე, ქართველ მეფეებთან გატოლება და უკრაინული ჩანართი - ბრალდებულის სიტყვა მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამისთვის გამოიყენა. თითქმის საათნახევრიან მიმართვაში არც ერთი სიტყვა არ თქმულა,- სინანულზე ან პასუხისმგებლობაზე. უფრო მეტიც, მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა მძიმე დანაშაულებთან მიმართებით გამოიყენა სიტყვები: შეცდომა, აბსურდი და არარსებული. იმედში შემოჭრა, ტელევიზიის დარბევა და კანონიერი მფლობელისთვის წართმევა- საერთოდ არ უხსენებია. მიხეილ სააკაშვილმა სხდომა ხსათქმელის დასრულებისთანავე დატოვა
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
