კახა კუჭავას ვიზიტი მადრიდში
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც დაგეგმილია ასოცირებული ტრიოს - საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან. დავით ზალკალიანის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებიც ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებს აქვთ დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით. საბოლოო დეკლარაციაში ქართული მხარის სურვილია ჩაიწეროს საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროპული მისწრაფება, ასევე, მხარდაჭერილი იყოს ძირითადი პრინციპი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან.
