პროკურორის განცხადება
სასამართლო პროცესის მიმართ მიხეილ სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, სხდომათა დარბაზი განცხადებისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გადაცემა „იმედი ლაივში“ ისაუბრა. მანვე გაიხსენა გირგვლიანის და გელაშვილის საქმეები და თქვა, რომ ადვოკატების განმარტების მიუხედავად, რომ მტკიცებულებები არ არსებობს, ყოფილი პრეზიდენტი უკვე მსჯავრდებულია. პროკურორმა მიმდინარე საქმეების შესახებაც ილაპარაკა.
