შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის 15 პირის დაკავებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეტა სამინისტრო, განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქცია მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს გასცდა. აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ძალადობრივი მეთოდებით წინააღმდეგობა გაუწის სამართალდამცველებს, პოლიციამ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა - ნათქვამია უწყების გფანცხადებაში.
