ხანუქის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მთავარ სინაგოგაში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პრემიერ მინისტრი დაესწრო
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ქართველ ებრაელებს, ისრაელში დაბრუნებულ თანამოძმეებსა და მთელ ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა და სიმბოლურად, ხანუქას პირველი სანთელი აანთო.
