ინტერვიუ უკრაინის ყოფილ მაღალჩინოსანთან
უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი სააკაშვილის და მოსკოვში გაქცეული სერგეი კურჩენკოს ურთიერთობის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ სააკაშვილმა მასთან გარიგება დადო: ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ვიქტორ იანუკოვიჩის ხალხის წინააღმდეგ აღძრული საქმეების დახურვა- ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ. იური ლუცენკოს შეფასებით, სააკაშვილმა საკუთარი ამბიციების გამო უკრაინასაც უღალატა და ფულზე გაყიდა.
