სააკაშვილის დროებითი ულტიმატუმი
სააკაშვილმა ისევ გადაიფიქრა. პაციენტი წამლებსაც მიიღებს და საკვებსაც. ულტიმატუმის ცვლილების მიზეზად, ყოფილი პრეზიდენტიც და ადვოკატებიც სასამართლო პროცესისთვის მომზადებას ასახელებენ. განხილვა 29 ნოემბერს შედგება. დაესწრება თუ არა ტელეიმედის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმეზე ბრალდებული სასამართლოს- მის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, ჯანმრთელობა კი, როგორც გაირკვა, მნახველების რაოდენობაზეც.მედიკოსები მიმართავენ ყველას, ვისაც სააკაშვილის კარგად ყოფნა სურს, აცადონ მკურნალობა. ამბობენ, რომ თავად აღიარებს მდგომარეობის გაუმჯობესებას და საკონტაქტო პირების წრეს მაქსიმალურად ავიწროებს. ნინო არღვლიანი გვიერთდება, შეძლებს თუ არა ბრალდებული სხდომაზე მისვლას და ძალაშია თუ არა მისი მოწოდება, პროცესის პარალელურად, აქციის შესახებ?
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
