ქართული დელეგაციის ვიზიტი მადრიდში
პარლამენტის დელეგაცია, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, მადრიდში დაგეგმილ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები ევროპის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარი თემა და მიზანი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის წარმატებით გატარების ხელშეწყობა, აგრეთვე საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება იქნება.
