სოზარ სუბარის განცხადება
ჩვენ გამოვიყენეთ ის შესაძლებლობა, რომელსაც გვაძლევს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რათა ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ძალებს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ჩაგდების შესაძლებლობა არ მისცემოდათ - ამ განცხადებას სოზარ სუბარი, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აკეთებს. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა, არ დაუშვა, რომ ოპოზიციას ადგილობრივი ორგანოების სამსახურების მუშაობა შეეფერხებინა და ამით, ხელი შეეშალა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ქალაქებისა და სოფლების განვითარებისთვის. შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი, განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება მივიღეთ - აცხადებს, მმართველი პარტიის წარმომადგენელი.
