მარტვილის საკრებულომ ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
სხდომა პროტესტის ნიშნად ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრებმა დატოვეს. მუნიციპალიტეტის მთვარი ფინანსური დოკუმენტი მათ გარეშე 19 დეპუტატის თანხმობით დაამტკიცდა. ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილები იყვნენ ახლადარჩეული საკრებულოს წევრები, ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები და სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევდნენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ მიუღებელია მომავალი წლის ბიუჯეტი ძველი საკრებულოს შემადგენლობამ დაამტკიცოს.
