ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში 6 ადამიანი მიეცა
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, პასუხისგებაში ექვსი ადამიანი მიეცა, მათგან სამი დაკავებულია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით ბრალდებულებმა გაყალბებული დოკუმენტებით სხვადასხვა ბანკებიდან უკანონოდ აიღეს კრედიტი, რომლის ჯამური ოდენობა მილიონ ნახევარ ლარს აღემატება.
