ომბუდსმენის ექიმთა ჯგუფის დასკვნა
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა ცნობილია . დოკუმენტში წერია, რომ მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი უჩივის საერთო სისუსტეს, თუმცა, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფი აცხადებს, რომ მძიმე ფსიქოლოგიური გარემოსა და ვერნიკეს სინდრომის გამო, სააკაშვილის მკურნალობაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უნდა ჩაერთონ.
