ბრალდებები სააკაშვილს
უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი, მიხეილ სააკაშვილს ბრალდებებს უყენებს. იური ლუცენკო, სააკაშვილის და მოსკოვში გაქცეული ოლიგარქის, სერგეი კურჩენკოს ურთიერთობის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ სააკაშვილი ოლიგარქს თანხის სანაცვლოდ, ვიქტორ იანუკოვიჩის ხალხის წინააღმდეგ აღძრული საქმეების დახურვას დაჰპირდა მას შემდეგ რაც, ხელისუფლება დაემხობოდა. უკრაინის ყოფილი პროკურორი აცხადებს, რომ სააკაშვილმა საკუთარი ამბიციების გამო, მეორე სამშობლოსაც უღალატა და ფულზე გაყიდა.
