სააკაშვილის კავშირები და მეგობრები მოსკოვიდან
საერთაშორისო მასშტაბის თაღლითი. ასე ახსოვთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ქვეყანაში, რომლის ნდობაც არაერთხელ გაფლანგა. შემდეგ კი გაუფრთხილებლად გამოიპარა. რეფორმატორად ჩასული, ისტორიაში შეიძლება კრიმინალადაც შევიდეს. მინიმუმ, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ასევე კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობისათვის. საჯარო პოზიციების მიღმა, სააკაშვილი არც უკრაინას სცემს პატივს, არც იქაურ ხალხს და მით უმეტეს კანონს- ასეთია შეფასებები კიევიდან.ადამიანი, რომელიც თავს პუტინის პატიმარს უწოდებს და ყურადღების მიპყრობას ასე ცდილობს, რუსულ ფულს საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად აქტიურად იყენებს. კავშირები და მეგობრები მოსკოვიდან, მათი დახმარებით კი დესტრუქციული გეგმის აღსრულება. სააკაშვილის დაფარულ პრორუსულ ინტერესებს უკრაინიდან ამხელენ.
სიუჟეტის ავტორი: სანდრო გამსახურდია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
