ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე
რა გახდა ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების მიზეზი? ოჯახში ვერსიები ორად იყოფა. რძლის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ნარატივს, რომ თითქოს ფუტკარაძე ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის შემდეგ განვითარებული ნერვიულობის შედეგად გარდაიცვალა, სიცრუეს უწოდებს მისი შვილიც. გარდაცვლილის და, ასევე საკრებულოსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნაზი ფუტკარაძე ზეწოლის ფაქტს ადასტურებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიცია დაუსაბუთებელ ცილისწამებას მიეჩვია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
სიუჟეტის ავტორი: დაჯი ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
