ხმაური, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე
საკრებულოს არჩეული ოპოზიციონერი წევრების ნაწილი სხდომის ჩაშლას შეეცადა. მათი თქმით, საკრებულოს ძველ შემადგენლობას ბიუჯეტის განხილვის უფლება არ ჰქონდა. დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა. საჭირო გახდა სამართალდამცველების გამოძახება. პოლიციამ ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს წარმომადგენლები დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. რადიკალების დესტრუქციის არ უკვირთ მმართველ გუნდში და განმარტეს, რომ კანონი არ დარღვეულა. მთავარი ფინანსური დოკუმენტი ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხვალ უნდა დაამტკიცონ. ოპოზიცია სხდომის ჩაშლას ხვალაც შეეცდება.
