სააკაშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში
ქვეყნიდან გაქცეულ ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც მოქალაქეობა ნებით დათმო, რომლის ანგარიშზეც სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა, მათ შორის საქართველოში უკანონოდ შემოპარვა- პოლიტიკაში დაბრუნება სურს. ამბიციები რომ დიდია, ახალი ამბავი არ არის, არც ის, რომ მიხეილ სააკაშვილი წლების შემდეგ რძის პროდუქტებით დატვირთული მანქანით სასჯელის მოსახდელად არ დაბრუნებულა, მაგრამ მთავარი კითხვაა, ვის სჭირდება ის პარტნიორად? ოპოზიციის უმეტესობისათვის სააკაშვილი წარსულია, გუნდისთვის კი დიდი ხანია ფარული თავის ტკივილი.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
