ედუარდ სააკაშვილის ხმაურინი ინტერვიუ
სააკაშვილი ოპოზიციის გამოყენებას ცდილობს, ოპოზიციის ეს ნაწილი კი, როგორც ჩანს, თავად სააკაშვილში ხედავს სარგებელს. მაგრამ არა იმ პერსპექტივით, როგორც ეს თავად წარმოუდგენია. ედუარდ სააკაშვილი ღიად ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილის შიმშილობის ტრაგიკულად დასრულებას უფრო ელოდა. მამა შვილის ამ პოზიციას საჯაროდ გაემიჯნა და მხარდამჭეერების გასაგონად თქვა, რომ თავად ასე არ ფიქრობს.ედუარდ სააკაშვილის გამოსვლამ მამასთან ერთად ოპოზიციაც დააფიქრა. ნათქვამი თავის თავზე არავინ მიიღო, თუმცა ისეთებიც გამოჩნდნენ, ვისაც ეს ვერსია არათუ არ გაჰკვირვებია- რეალურადაც ეჩვენა. ყოფილი პრეზიდენტის შვილის ნათქვამი „ქართული ოცნებისთვისთვისაც“ განსაკუთრებულად საყურადღებო აღმოჩნდა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
