სააკაშვილის ულტიმატუმი
ოპოზიციას დასვენება სურს, სააკაშვილი არ ისვენებს. მოთხოვნები ჯანმრთელობასაც გასცდა და კანონსაც. ორ საქმეზე მსჯავრდებულ და კიდევ სამში ბრალდებულს თავისუფლება სურს. ფაქტია, რომ გარეთ სიმშვიდით უკმაყოფილოა და ახალ რადიკალურ მოთხოვნებს აყენებს - გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფის შექმნა, სასამართლო პროცესების პარალელური აქციები და საერთო ეროვნული შეკრება დეკემბერში - ასეთია ციხიდან გამოგზავნილი დღის წესრიგი.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
