დედაქალაქის მერმა სამგორის რაიონში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
ფართები მათ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართებით ორი ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. თბილისის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
