ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრულ ზონაში მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრულ ზონაში მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაიგეგმა ფერდის გამაგრების საპრევენციო ღონისძიებები. შესაბამისად, ორი დღის განმავლობაში, 26-27 ნოემბერს ღამის 12 საათიდან დილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
