ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა ონლაინ-ფორმატში გაიმართა
ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა, ონლაინ ფორმატში გაიმართა. ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე. კერძოდ, აღინიშნა ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება, ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები, მათ შორის უკანონო დაპატიმრებები და ამ რეგიონების მზარდი
