მთავრობის ახალი სოციალური პოლიტიკა
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები კერძო სექტორშიც შეძლებენ დასაქმებას და სახელმწიფო სტრუქტურებშიც. მთავარია- ადამიანი შრომისუნარიანი იყოს და მუშაობის სურვილი ჰქონდეს. პრემიერის ინიციატივის კონკრეტულ წინადადებად ქცევაზე, ეკონომიკური გუნდი უკვე მუშაობს. გეგმა მომავალ კვირას უნდა იყოს მზად, პირველ პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს კი, იანვრიდან ველით.
