გზავნილენი სტრასბურგიდან
ევროპას საქართველოში სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება სურს. სწორედ ეს გზავნილები მოაქვს საპარლამენტო დელეგაციას თბილისში. ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ორი დღის განმავლობაში თითქმის ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შეხვდნენ- როგორც ევროსაბჭოში, ისე ევროპარლამენტში.
