საქსტატსა და დანიის სტატისტიკას შორის ევროკავშირის პროგრამა ‘თვინინგის’ პროექტი დასრულდა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გეგმების შესრულების ხელშეწყობა, საქსტატის მიერ დროული,სანდო და საერთაშორისო დონეზე შესადარისი მონაცემების წარმოება და მისი დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან. “თვინინგის”პროექტი საქსტატში 2019 წლის აპრილში დაიწყო და ოთხ კომპონენტს მოიცავდა : საგარეო ვაჭრობა, ეროვნული ანგარიშები, სოციალური სტატისტიკა და ბიზნეს სტატისტიკა.
