"ნაცმოძრაობის" ბრალდება ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებაზე
ნაციონალურ მოძრაობა" მათი თანაგუნდელის გარდაცვალებას ქართული ოცნების მხრიდან სავარაუდო მოსყიდვის მცდელობას უკავშირებს. როგორც მათ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, საკრებულოს ახალარჩეული წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება ნერვიულობის შედეგად ორგანიზმში, შაქრის დონის აწევამ გამოიწვია. გიორგი კირთაძის თქმით, ფუტკარაძის გადაბირებას 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ ყოფილი პოლიციელები ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე ცდილობდნენ, მათ უკან კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა დავით რიჟვაძე იდგა. ბრიფინგზე, რომელიც ოპოზიციამ გამართა, აუციდიოჩანაწერიც წარმოადგინეს, სადაც არც კონკრეტული თანხა და არც დავით რიჟვაძე არ ფიგურირებს. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ თავად თორნიკე რიჟვაძე და მმართველი პარტიის წევრები. ოცნებაში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა ცილისმწამებლურ კამპანიას განაგრძობს.
