პროკურატურამ 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
გენერალურმა პროკურატურამ კატარის კომპანიის და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ორი ადამიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქემ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, ჰაკერულად შეაღწიეს კატარის კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე და მას მოტყუებით საქართველოში გახსნილ ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე თანხა გადაარიცხინეს. ნიგერიის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ხოლო მისი თანამზრახველის - საქართველოს მოქალაქის მიმართ თაღლითობის ბრალდებით დაიწყო . დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
