მარინა კალიურანდის განცხადება
მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არ უნდა განაახლოს შიმშილობა და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც პროვოკაციად იქნება აღქმული. ევროპარლამენტარი სტრასბურგში ქართველ კოლეგებს შეხვდა. ევროპელი კანონმდებელი აცხადებს, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის საუბარი რაც არ უნდა დაპირისპირებილები იყვნენ ისინი, ქვეყნისთვის სტრატეგიულ თემებზე აუცილებელია და საქართველოში პოლარიზაცია უნდა შემცირდეს და ამაზე პასუხისმგებელი, როგორც ოპოზიცია ისე, მმართველი გუნდია.
