გიორგობა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა შესრულდა. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა, მოგვიანებით კი მრევლს ქადაგებით მიმართა. ილია მეორემ დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მრევლს გიორგობა მიულოცა და საქართველო დალოცა.
