ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებს გიორგობა მიულოცა
შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზებს ეწვია. ვახტანგ გომელაური ადგილზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გამართულ სადღესასწაულო წირვასაც დაესწრო და თანამშრომლებს გიორგობა მიულოცა. წირვის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, პირველ სამმართველოს ბაზაზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო და მიმდინარე საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მან მოადგილეებთან ერთად ბაზის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის სასადილოში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე სამმართველოსაც ესტუმრა, სადაც ახლად აშენებული თანამშრომლების საცხოვრებელი ყაზარმა დაათვალიერა
