ოპოზიციის სიმბოლური აქცია
ვარდების რევოლუციიდან 18-ი წლისთავთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. მათ თავისუფლების მოედნიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვით მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, რომლებიც, მათივე თქმით, ვარდების რევოლუციამ ქვეყანას მოუტანა. ასევე აღნიშნეს, რომ რევოლუციის 18-ი წლისთავზე მიხეილ სააკშვილის პატიმრობაში ყოფნა სამწუხაროა.
