“საქართველოს ბანკი“ ძარცვის მცდელობა
პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ ძარცვის ფაქტი აღკვეთა. თავდამსხმელი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა, დაპატიმრებულია. ის შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთში დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.
