"ქართული პიესა 2021"-ის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა წლის სამი საუკეთესო პიესა, რომლებსაც ფულადი პრემიები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ. კონკურსი მიზანად ისახავს, ახალგაზრდა დრამატურგების წახალისებას და მათთვის მოტივაციის მიცემას. ღონისძიება ქალაქ თბილისის მერიისა და თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.
