ოპოზიციის სიმბოლური აქცია
ოპოზიცია, ამ წუთებში სიმბოლურ აქციას მართავს. აქციაზე, ხელისუფლების ოპონენტები და მათი მხარდამჭერები ვარდების რევოლუცია იხსენებენ. შეკრებილებმა, თავისუფლების მოედნიდან, პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ვარდების რევოლუცია“ დამოუკიდებლობის გამოცხადების და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. მათი თქმით, ეს იყო მოვლენა, რა დროსაც ქართულმა საზოგადოებამ შეძლო დიდი ნაბიჯის გადადგმა თავისუფლებისკენ და ნორმალური ქვეყნის მშენებლობისკენ.
