საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში წირვას კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 6 მაისს, წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს, მისი ბორბალზე წამების დღეს.
