ვაქცინაციის პროცესი საქართველოში
60 წელს გადაცილებულ პირებს შორის აცრილი მხოლოდ 29 პროცენტია. 60-დან 65 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ლეტალობის მაჩვენებელი კი 14% აღემატება, იმ ფონზე, როდესაც 35-დან 55 წლამდე სიკვდილიანობის ნიშნული 4 %-ს შეადგენს. ივანე ჩხაიძის განმარტებით, ასაკოვანი ჯგუფი ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშაა. შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში მათი ჩართვა გადამწყვეტია.
