მძიმე ეპიდვითარება
55-ი გარდაცვლილი კოვიდ-პაციენტი და ინფიცირების ათას 851 ახალი შემთხვევა ბოლო 24-ხ საათში. ასეთია 22-ი ნოემბრის სტატისტიკა ქვეყანაში. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 861-ი თბილისში, 350-ი იმერეთში, 115 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა. მედიკოსების ინფორმაციით, აქედან ათას 700-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 380-მდე მოქალაქე კი, მართვით სუნთქვაზეა. ექიმები ისევ ვაქცინაციისკენ მოგვიწოდებენ.
